ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულ 4 ოჯახს საოჯახო ტექნიკით დაეხმარა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულ 4 ოჯახს საოჯახო ტექნიკით დაეხმარა

  • 2020-12-30 17:29:49

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულ 4 ოჯახს საოჯახო ტექნიკით დაეხმარა.

მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საოჯახო ტექნიკა დაზარალებულ ოჯახებს პირადად გადასცა. ადგილობრივებს მაცივარი, სარეცხის მანქანა, გაზქურა და გამათბობელი გადაეცათ.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის მერია დაზარალებულ ოჯახებს ფინანსურად დაეხმარა, მათ ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ნაწილი უკვე აუნაზღაურდათ, დღეს კი მერიისგან საახალწლო საჩუქრად საოჯახო ტექნიკა მიიღეს.

მსგავსი პოსტები