სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა სამხარეო ადმინისრაციაში , საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა სამხარეო ადმინისრაციაში , საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა

  • 2020-12-30 22:37:03

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა სამხარეო ადმინისრაციაში , საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა, სადაც 2020 წელს განხორციელებული პროექტების და 2021 წლისთვის განსახორციელებელი პროექტების ანგარიში წარუდგინა.

სხდომას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატები, მუნიციპალიტეტის მერები, მოადგილეები და საკრებულოს თავჯდომარეები.

სახელმწიფო რწმუნებულმა ისაუბრა რეგიონში 2020 წელში მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტების განხორციელებაზე.

მასშტაბური პროექტები

• დაგეგმილია აბასთუმნის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი რაც მოიცავს ისტორიული სახლების რეაბილიტაციას,დაბის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას მდინარის ნაპირსამაგრ სამუშაოებს, პარკი„როშას“ რეაბილიტაციას, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ნაგებობების მშენებლობას.

• დაწყებულია , მიმდინარეობს და იგეგმება დაბა ბაკურიანში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც ბმაშია 2023 და 2025 წლების საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებთან.

• ასპინძის მუნიციპალიტეტში განხორციელდება დ.ასპინძის ოთის,ოშორის,იდუმალის სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია, მოხდება წყალშემკრები აუზების რეაბილიტაცია, საფილტრი ნაგებობების მშენებლობა, ავტომატიზირებული საქლორატოროების მშენებლობა, დაზიანებული ქსელის შეცვლა, წყლის დებეტის გაზრდა-ტენდერი შედგა, ხელშეკრულების გაფორმების პროცესია

• დაიწყება წაღვერის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია- მიმდინარეობს პროექტირება;

• მიმდინარეობს ვალეში წყალსადენი სისტემის სრული რეაბილიტაცია;4988585ლ.

• მიმდინარეობს ქ.ახალციხის და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება. პროექტის განხორციელების შემდეგ ქალაქს 24 საათიანი წყალმომარაგება იგეგმება ყოფილ სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე სპორტ კომპლექსის, ახალგაზდული ცენტრის და კინოთეატრის გაკეთება.

• გაგრძელდება ბაღდათი-აბასთუმნის 77 კმ. გზის რეაბილიტაცია, ზეკარის უღელტეხილზე 3 კმ. სიგრძის გვირაბით. დასრულდება 2024 წელს.

• გაგრძელდება ხულო-ზარზმის გზის 47 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციის სამი ეტაპი, დასრულდება 2022 წელს.აბსთუმნის 51 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდება მდინარის კალაპოტის გასწვრივ სრულად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე

• 2021 წელს დასრულდება ახალქალაქთან მისასვლელი გზის 9 კმ. მონაკვეთის რეაბილიტაცია .

• დასრულდა ახალქალაქი-ნინოწმინდა-სომხეთის საზღვრის მიმართულებით 23 კმ. საგზაო მაგისტრალის მშენებლობა აგრეთვე ახალქალაქის შემოვლითი გზის 2.3 კმ. გზის რეაბილიტაცია

• დაიწყება ქ.ახალციხეში ყოფილი „მესაზღვრეთა ქალაქის“ რეკონსტრუქცია - განვითარება (დაიწყო საბავშვო ბაღის მშენებლობა 150 ბავშვზე)

• დიწყება ქ.ახალციხეში ტბის მიმდებარე ინფრასტრუქტურის განვითარება- ველობილიკები, სამი სტადიონი, ბავშვთა ატრაქციები, შადრევანის აღდგენა, დასასვენებელი ზონის მოწყობა.

• დაიწყება ახალციხეში საცურაო აუზისა და სპორტკომპლექსის მშენებლობა

• დასრულდა 2 სკოლის მშენებლობა ჩუნჩხასა და პტენაში , 2021წელს დასრულდება 5 სკოლის ( ჭაჭარაქი,ორლოვკა,ბენარა,ღორთუბანი,ორგორა) მშენებლობა და 10 სკოლის კაპიტალური რეაბილიტაცია და სხვა.

• აღსანიშნავია აგრეთვე ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოფ. ჭიხარულასა და ბალანთის გზების რეაბილიტაცია. გზის მოწყობა გაგრძელდება 2021 წელს სოფ. ტაბაწყურამდე.

• მიმდინარეობს და გარძელდება ვაჩიანი-ოკამი- გოგაშენი გზის რეაბილიტაცია, მოასფალტებულია 9 კმ. დარჩენილია 11 კმ.

სხდომაზე ასევე განიხილეს ა(ა)იპ სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის 2020 წლის გაწეული სამუშაო ანგარიში. აიპის ხელმძღვანელმა შეხვედრაზე , საანგარიშო პერიოდში სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის მიერ გაწეული საქმიანობა და მიმართულებები გააცნო. მოხდა 2020 წლის ანგარიშისა და 2021 წლის სამოქმედო გეგმის პროექტის წარდგენა.

ინფორმაციას ავრცელებს სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის- გუბერნატორის ადმინისტრაცია .

მსგავსი პოსტები