სოციალური დახმარების აქცია გრძელდება

სოციალური დახმარების აქცია გრძელდება

  • 2021-01-06 11:07:40

გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრები ობოლი და შშმ ბავშვების ოჯახებისთვის სოციალური დახმარების აქცია გრძელდება.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად ქურდაძე და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ წაღვლში იმყოფებოდნენ. მათ წაღვლის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმოამდგენელ- ვაჟა ლომიძესთან ერთად, ოჯახებს, სადაც ობოლი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ცხოვრობენ, საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებების კალათები მიუტანეს.

დახმარების აქცია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით და ორგანიზებით და გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით ხორციელდება დ საქართველოს მასშტაბით გამყოფი ხაზის მიმდებარე ყველა სოფელს მოიცავს.

მსგავსი პოსტები