სკრის საბავშვო ბაღის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

სკრის საბავშვო ბაღის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

  • 2021-01-12 12:42:11

სკრის საბავშვო ბაღის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

გორის მერიამ სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი 5 იანვარს გამოაცხადა.

პროექტის სატენდერო ღირებულება 929 555 ლარია.

ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვეში უნდა დასრულდეს.

პროექტი ითვალიწინებს საბავშვო ბაღის შენობის სრულ რეაბილიტაციას. გარდა შენობისა, კეთილმოეწყობა ეზო და ობიექტის მიმდებარედ არსებული შიდა გზები და მოედნები.

სკრის საბავშვო ბაღის შენობა გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა. მას დღემდე მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია.

2020 წელს გორის მუნიციპალიტეტში აშენდა ერთი და რეაბილიტირდა 20 სააღმზრდელო დაწესებულება.

მსგავსი პოსტები