2020 წელს კასპის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამით 2 417 მოქალაქემ ისარგებლა

2020 წელს კასპის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამით 2 417 მოქალაქემ ისარგებლა

  • 2021-01-11 16:45:12

2020 წელს კასპის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამით 2 417 მოქალაქემ ისარგებლა. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან წლის განმავლობაში სოციალური პროგრამა 800 887 ლარით დაფინანსდა.

სოციალური პროგრამა ეხმარება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეებს.

პროგრამა არეგულირებს მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას და ერთჯერადი სოციალური დახმარებების განხორციელებას, რაც ნაწილობრივ, ან საერთოდ არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამებით.

2020 წელში მერიის სოციალური პროგრამა 32 მუხლით იყო განსაზღვრული:

• ონკოლოგიური ავადმყოფები,

• კარდიოქირურგიული ავადმყოფები,

• მესამე და მომდევნო შვილის შეძენისას სოციალური დახმარება,

• მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება,

• მარტოხელა მშობლის დახმარება,

• დედით, მამით, დედ-მამით ობოლი ბავშვების და მეორე მშობლისგან მიტოვებული ბავშვების დახმარება,

• სტუდენტების დახმარება,

• შშმ პირების დახმარება,

• უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა,

• დიალიზზე მყოფი პირების დახმარება,

• იძულებით გადაადგილებული ოჯახების დახმარება,

• ასი და ას წელს გადაცილებული ხანდაზმული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება,

• მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისათვის ერთჯერადი სოციალური დახმარება,

• საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა დახმარება,

• ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახის დახმარება,

• მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება.

მერია ზრუნავს მოსახლეობის ჯანდაცვასა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ამიტომ სოციალურ პროგრამა ყოველწლიურად განახლებადია. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაავადებულ მებრძოლთა მკურნალობა და დასვენების მუხლით 2020 წელს 52 ვეტერანმა ისარგებლა.

2021 წლის სოციალურ პროგრამას ახალი მუხლი, ხერხემლის პრობლემებთან დაკავშირებული მკურნალობა დაემატა.

სოციალური პროგრამით განსაზღვრული დაავადებების და სხვადასხვა დახმარებების მიღების შესაძლებლობა საჭიროებიდან გამომდინარე, 2021 წელსაც ექნებათ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეს.

მსგავსი პოსტები