შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“ სოფელ აღაიანში აგრძელებს წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოებს

შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“ სოფელ აღაიანში აგრძელებს წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოებს

  • 2021-01-12 13:47:19

შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“ სოფელ აღაიანში აგრძელებს წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოებს. მშენებლები ამჟამად სოფლის შიდა დაქსელვის სამუშაოებს ახორციელებენ.

სამუშაოების ღირებულება 2 437 956 ლარია და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიია“ აფინანსებს.

სასმელი წყლით მოსახლეობის უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სოფელ აღაინის მოსახლეობას წლებია სასმელი წყლის პრობლემა აწუხებდა. პროექტის განხორციელების შემდეგ 750 ოჯახს ანუ 3 000 ბენეფიციარს სასმელი წყლის მიწოდება და სოციალური პირობები გაუუმჯობესდებათ - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

მსგავსი პოსტები