ბორჯომის მერიამ 100 ერთეული ნაგავშემკრები კონტეინერი შეიძინა

ბორჯომის მერიამ 100 ერთეული ნაგავშემკრები კონტეინერი შეიძინა

  • 2021-01-13 15:16:28

ბორჯომის მერიამ 100 ერთეული ნაგავშემკრები კონტეინერი შეიძინა. ახალი კონტეინერები ბორჯომში, მუნიციპალიტეტის მიმდებარე სოფლებსა და ბაკურიანში დაზიანებულ ურნებს ჩაანაცვლებენ.

კონტეინერებული უკვე განთავსდა ბორჯომში და მის მიმდებარე სოფლებში, უახლოეს დღეებში კი ურნები დაიდგმება ბაკურიანში.

ბორჯომის მერიის მიზანია საყოფაცხოვრებო ნარჩენებით მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაბინძურების პრევენცია. ნაგავშემკრები კონტეინერების შეძენა მომავალშიც იგეგმება.

მსგავსი პოსტები