2021 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები

2021 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები

  • 2021-01-18 17:37:31

2021 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რეგიონებში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან, ახალციხის მუნიციპალიტეტს ამ ეტაპზე 4 373 867 ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხა 2021 წელს, მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოხმარდება.

მათ შორის:

გარდამავალი პროექტებია

სოფელ მუგარეთის სასმელი წყლის მაგისტრალური მილსადენის მოწყობის სამუშაოების უზრუნველყოფა;

სოფელ წყრუთში საბავშვო ბაღის მშენებლობა;

სოფელ სხვილისის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია;

სარეაბილიტაციო სამუშაოების უზრუნველყოფის მიზნით ტენდერები გამოცხადებულია შემდეგ პროექტებზე

ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე №124 შენობის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები (სპორტული კომპლექსი);

ქ. ახალციხე, რუსთაველის ქუჩა №124 არსებული ორსართულიანი შენობის (ახალგაზრდული ცენტრი) რეაბილიტაცია;

სოფელ წნისში სატუმბი სადგურის და სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები;

უახლოეს ხანში ტენდერი გამოცხადდება

ქალაქ ახალციხეში ხელოვნური ტბის მიმდებარედ ტურისტულ ინფრასტრუქტურის, მისასვლელი გზისა და პარკინგის მოწყობის მიზნით.

მსგავსი პოსტები