სოფელ ქვემოჭალის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია

სოფელ ქვემოჭალის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია

  • 2021-01-20 16:05:47

სოფელ ქვემოჭალის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია.

სოფელ ქვემო ჭალაში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ სამუშაოების შესყიდვის ტენდერი 2020 წლის 31 დეკემბერს გამოაცხადა.

შენობას სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდება. კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი დააკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც რეკომენდირებულია სასწავლო-სააღმზრდელო პროცესისათვის -აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 363 019 ლარია.

მსგავსი პოსტები