ხაშურში საქალაქო კულტურის სახლის (ყოფილი რკინიგზის კლუბის) რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხაშურში საქალაქო კულტურის სახლის (ყოფილი რკინიგზის კლუბის) რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • 2021-01-22 12:37:28

ხაშურში საქალაქო კულტურის სახლის (ყოფილი რკინიგზის კლუბის) რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის-ზვიად ქურდაძის განმარტებით, სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. პროექტი დარბაზის სრულ მოწყობას ითვალისწინებს. დამონტაჟდება ახალი სცენა, სკამები, განათება, მოეწყობა გახმოვანების სისტემები. ინტერიერი მთლიანად შეიცვლება და თანამედროვე სტანდარტებს უპასუხებს.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების მეტად განვითარებას, რაც ყველა ხაშურელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

კულტურის სახლის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 98700 ლარია.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის, დავით ღვალაძის განმარტებით, კულტურის სახლის რეაბილიტაციის პროცესი გარკვეული პერიოდი შეჩერებული იყო, ვინაიდან წინა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ვალდებულებებს თავი ვერ გაართვა, რის გამოც, შეუწყდა ხელშეკრულება და სასამართლო დავის შემდეგ, დაეკისრა საჯარიმო სანქციები.

ამჯერად მიმდინარე სამუშაოების დასრულება აპრილის ბოლოსთვისაა გათვალისწინებული. იმედს ვიტოვებთ, ამ პერიოდისთვის პანდემიის გავრცელების საფრთხეც აღარ იქნება და ხაშურის მუნიციპალიტეტი კულტურულ ცხოვრებას კვლავ აქტიურად შეუდგება, მეტად ლამაზ და კომფორტულ გარემოში.

მსგავსი პოსტები