სოფელ ავლევში მიმდინარეობს ხელოვნურსაფარიანი მინისტადიონის მოწყობის სამუშაოები

სოფელ ავლევში მიმდინარეობს ხელოვნურსაფარიანი მინისტადიონის მოწყობის სამუშაოები

  • 2021-01-22 12:51:40

სოფელ ავლევში მიმდინარეობს ხელოვნურსაფარიანი მინისტადიონის მოწყობის სამუშაოები.

მოეწყო მინისტადიონის შემოღობვის საძირკველი და ზეძირკველი, საყრდენი ბოძები, მოედნის საფუძველი ფრაქციული ღორღით.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ლითონის კუთხოვანებში კონვერტირებული მავთულბადის სექციებით შემოღობვის მოწყობა. აღნიშნული პროექტი დაფინანსდა ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით, თანხით 45 009 ლარი.

მოედანზე მოეწყობა ხელოვნური საფარი, ფეხბურთის კარებები, კალათბურთის ფარები და ღამის განათება.

სამუშაოებს ახორციელებს ი.მ ,,ვახტანგ კუჭაშვილი“.

მსგავსი პოსტები