ხელთუბანში საბავშვო ბაღის შენობა რეაბილიტირდება

ხელთუბანში საბავშვო ბაღის შენობა რეაბილიტირდება

  • 2021-01-23 12:53:42

ხელთუბანში საბავშვო ბაღის შენობა რეაბილიტირდება.

სამუშაოების შესყიდვის მიზნით, მერიამ ტენდერი გამოაცხადა.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 982 470 ლარია.

სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვეში უნდა დასრულდეს.

შენობაში, რომლის რეაბილიტაციაც მალე დაიწყება, რამდენიმე ათეული წლის წინ საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა.

მას შემდეგ რაც აღნიშნულ ფართში სააღმზრდელო პროცესის გაგრძელებამ საფრთხე შეუქმნა ბავშვებისა და პერსონალის ჯანმრთელობას, ბაღმა ფუნქციონირება დროებით, სოფლის ცენტრში არსებულ მუნიციპალურ ფართში გააგრძელა.

ამ ხნის განმავლობაში, უფუნქციოდ დარჩენილი ქონება გასხვისდა და ადგილობრივ თვითმართველობას მისი კერძო მესაკუთრისგან გამოსყიდვა მოუწია.

რეაბილიტაციის შემდეგ საბავშვო ბაღის შენობა, რომელიც ხელთუბნისა და თორტიზის გასაყარზე მდებარეობს, ორივე სოფლის პატარებს მოემსახურება.

ამ ეტაპზე ბაღში 64 აღსაზრდელი ირიცხება.

მსგავსი პოსტები