ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით კორონავირუსზე, ანტიგენის სწრაფი მარტივი ტესტით, მოსახლეობის უფასო ტესტირება გრძელდება

ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით კორონავირუსზე, ანტიგენის სწრაფი მარტივი ტესტით, მოსახლეობის უფასო ტესტირება გრძელდება

  • 2021-01-25 16:28:39

ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით კორონავირუსზე, ანტიგენის სწრაფი მარტივი ტესტით, მოსახლეობის უფასო ტესტირება გრძელდება.

დღეს, ტესტირება ა(ა)იპ ქალაქ ახალციხის სათნოების სახლის ბენეფიციარებს და დასაქმებულ პერსონალს ჩაუტარდა.

აღსანიშნავია, რომ „სათნოების სახლის“ მომსახურებით 190- მდე ბენეფიციარი სარგებლობს, რომელთა უმეტესობა რისკის ჯგუფს განეკუთვნება.

ტესტირებას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წამომადგენლები , ქალაქ ახალციხეში და მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე წლის 4 იანვრიდან ახორცილებენ.

დაინტერესებულ პირებს სწრაფი მარტივი ტესტირებისთვის ასევე, შეუძლიათ მიმართონ შემდეგ დაწესებულებებს:

1. ახალციხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი - ქალაქი ახალციხე, კეცხოველის ქუჩა N 6, IV სართული;

2. სს,,ევექსის ჰოსპიტლები" ახალციხის რეფერაქლური ჰოსპიტლები - ქალაქი ახალციხე რუსთაველის ქუჩა N105 ა;

3. შპს ახალციხის კლინიკა ,,იმედი'' - ახალქალაქის გზატკეცილი ჩიხი N3;

4. კოვიდ სასტუმრო ,,გრანდ პალასი" - ქალაქი ახალციხე, თამარაშვილის ქუჩა N2 ბ;

5. სამცხე-ჯავახეთის ,,დემოკრატ ქალთა საზოგადოება"- ქალაქი ახალციხე, მერაბ კოსტავას ქუჩა N109.

მსგავსი პოსტები