ქარელის მუნიციპალიტეტში საცურაო აუზის მშენებლობა მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტში საცურაო აუზის მშენებლობა მიმდინარეობს

  • 2021-01-26 13:00:08

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა დაათვალიერა ქარელში საცურაო აუზის მშენებლობის მიმდინარე სამუშაობი.ამჟამად მიმდინარეობს შენობის კედლების გადახურვისა და ლითონის კონსტრუქციების მოწყობის სამუშაოები.

საცურაო აუზი იქნება თანამედროვე სტანდარტების ,რომელიც გათვლილია, როგორც ზრდასრული ადამიანებისათვის, ასევე ბავშვებისათვის. აღნიშნულ ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა სატრენაჟორო დარბაზი და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა.

აღნიშნული პროექტი დაფინანსდა ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით,რომლის ღირებულებამ შეადგინა 5 588 995 ლარი.

სამუშაოებს ასრულებს შპს ,,საბა კონსტრაქშენი“.

მსგავსი პოსტები