ხაშურში, იმერეთის ქუჩაზე სუპერმარკეტი “ჯეო-სუპერი“ გაიხსნა

ხაშურში, იმერეთის ქუჩაზე სუპერმარკეტი “ჯეო-სუპერი“ გაიხსნა

  • 2021-01-27 15:45:50

ხაშურში, იმერეთის ქუჩაზე სუპერმარკეტი “ჯეო-სუპერი“ გაიხსნა.

სუპერმარკეტის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ და „ჯეო სუპერის“ ხელმძღვანელ ტარიელ ხარატიშვილთან ერთად წითელი ლენტი გაჭრეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზვიად ქურდაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილმა.

მარკეტი ორ სართულზეა განთავსებული და მომხმარებელს საჩუქრების, საყოფაცხოვრებო ნივთების ფართო სპექტრს სთავაზობს.

მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, კერძო ბიზნესის განვითარება ადგილობრივი კადრების დასაქმებასაც უწყობს ხელს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მსგავსი პოსტები