რუსთავში, კიდევ ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

რუსთავში, კიდევ ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

  • 2021-01-27 17:43:50

რუსთავში, კიდევ ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

რუსთავის თეატრის მიმდებარედ არსებულ სკვერს რეაბილიტაცია უტარდება.

პროექტის მიხედვით, რეკრეაციულ სივრცეში, ბეტონის ფილებით მოპირკეთებული ქვეითთა ბილიკები, გარე განათების სისტემა და შადრევანი მოეწყობა, ტერიტორიაზე განთავსდება დეკორატიული სკამები. გათვალისწინებულია სანიაღვრე და სარწყავი არხების რეაბილიტაციაც.

სამუშაოების მიმდინარეობას, დღეს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა პირველ მოადგილესთან, ბესიკ ტოგონიძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 მლნ 673 572 ლარია.

სკვერის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ქალაქის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

სამუშაოები გასული წლის დეკემბერში დაიწყო და 8 თვეში უნდა დასრულდეს.

მსგავსი პოსტები