რუსთავში ერთ-ერთი ისტორიული შენობის - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სასწავლებლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

რუსთავში ერთ-ერთი ისტორიული შენობის - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სასწავლებლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

  • 2021-01-27 19:46:22

რუსთავში ერთ-ერთი ისტორიული შენობის - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სასწავლებლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია საკონცერტო დარბაზს და შენობის პირველ სართულს უტარდება. ეწყობა გათბობის, ვენტილაციისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები.

სამუსიკო სკოლის დიდ დარბაზში მიმდინარეობს შიდა სარემონტო და განათება-გახმოვანებისთვის საჭირო სამუშაოები. მთლიანად იცვლება სანტექნიკისა და ელექტროგაყვანილობის ქსელებიც.

მიმდინარე სამუშაოები რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ პირველ მოადგილესთან, ბესიკ ტოგონიძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად დაათვალიერა.

სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში უნდა დასრულდეს. პროექტისთვის 529 000 ლარი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

ქალაქის პირველი სამუსიკო სასწავლებელი, რომლის საკონცერტო დარბაზიც, სპეციალისტების აზრით, ერთ-ერთი უნიკალურია თავისი აკუსტიკით, ათეული წლებია არ გარემონტებულა.

ხელოვნების სკოლა 1961 წელს აშენდა და ქალაქის ერთ-ერთი უძველესი შენობაა.

მსგავსი პოსტები