ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ ბავშვებს საკვები პროდუქტების კალათები გადაეცათ

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ ბავშვებს საკვები პროდუქტების კალათები გადაეცათ

  • 2021-01-27 17:00:08

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ ბავშვებს საკვები პროდუქტების კალათები გადაეცათ.

აღნიშნული დახმარების აქცია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით და ორგანიზებით, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში - სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში გაეროს ბავშვთა ფონდის- UNICEF-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი სამცხე - ჯავახეთის რეგიონში არტიუშ მელკონიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანი მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარე - ვაან აროიანი, ქ. ნინოწმინდის მერის რწმუნებული ხორენ მღდესიანი, მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების თანამშრომლებთან - არმენ დარბინიანსა და ედგარ სტამბოლციანთან ერთად ქ. ნინოწმინდაში მცხოვრებ რვა შშმ ბავშვების ოჯახს ეწვიათ და ვიზიტის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 8/რვა/ ბავშვს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცეს, დანარჩენ სოფლად მცხოვრებ 41 შშმ ბავშვსაც ხვალ დარიგდება საკვების პროდუქტების კალათები მერის რწმუნებულების მეშვეობით.

მსგავსი პოსტები