სოფელ ზერტის ერთ-ერთ უბანში წყლის სისტემის მოწყობის მიზნით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

სოფელ ზერტის ერთ-ერთ უბანში წყლის სისტემის მოწყობის მიზნით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

  • 2021-01-29 14:43:10

სოფელ ზერტის ერთ-ერთ უბანში წყლის სისტემის მოწყობის მიზნით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.

უბანში მცხოვრები 120 - მდე ოჯახი სასმელ წყალს დღემდე მეზობელი უბნებიდან ეზიდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ისინი წყალს საკუთარ ეზოებში, ინდივიდუალური ონკანების საშუალებით მიიღებენ.

პროექტი ითვალისწინებს ჭაბურღილის, საქლორატოროს, წყალსადაწნეო კოშკის, სანიტარული ზონისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობას.

სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 347 600 ლარი გამოიყო.

მსგავსი პოსტები