ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანებამ საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის სასურსათო პაკეტების გაცემა დაიწყო

ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანებამ საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის სასურსათო პაკეტების გაცემა დაიწყო

  • 2021-01-29 14:58:13

ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანებამ საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის სასურსათო პაკეტების გაცემა დაიწყო.

სასურსათო პაკეტი 12 სახეობის პროდუქტს მოიცავს. ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება „ჯანმრთელი მომავალი“ სასურსათო პაკეტებს 11-ივე საბავშვო ბაღის 840 აღსაზრდელს გადასცემს.

30 იანვრიდან , სურსათი დაურიგდება ბაკურიანის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების 91 აღსაზრდელს.

სურსათს, ბორჯომის მერია პანდემიის პირობებში ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით გასცემს.

მსგავსი პოსტები