2020 წელს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სამშენებლო და სარეაბილიტაციო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობდა

2020 წელს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სამშენებლო და სარეაბილიტაციო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობდა

  • 2021-02-01 15:04:01

1 თებერვლიდან შიდა ქართლის რეგიონის საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა.

პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სამშენებლო და სარეაბილიტაციო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობდა.

შიდა ქართლის რეგიონის მასშტაბით აშენდა 4 სკოლა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 74 სკოლას, შენდება 4 და მიმდინარეობს 5 სკოლის რეაბილიტაცია

საგანამანათლებლო დაწესებულებებში მოწესრიგდა სველი წერტილები და სპორტული დარბაზები.

სკოლები სრულად უზრუნველყოფილია პირბადეებით, დისტანციური უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერებითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით.

სკოლების პედაგოგებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს უტარდებათ გეგმიური ტესტრება COVID-19-ზე.

მსგავსი პოსტები