ლენტეხის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

  • 2020-09-23 18:13:31

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ლენტეხის მუნიციპალიტეტში არსებულ სხვადასხვა სივრცეებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სპეციალური ხსნარით მოირეცხა როგორც შენობების შიდა სივრცეები, ასევე მიმდებარე ტერიტორია.

დეზინფექცია, ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული რეკომენდაციების დაცვით ჩატარდა.

სადეზინფექციო სამუშაოები, სადეზინფექციო ცენტრ ,,ჰიგიამ’’ ჩაატარა, რომელმაც მუნიციპალიტეტის მერიას ასევე, პირბადეები, დეზობარიერი, სამედიცინო ხელთათმანი,  დისპანსერები, ხელის დეზინფექტანტი  და სადეზინფექციო ხსნარები გადასცა.

მსგავსი პოსტები