სასწავლო პროცესი გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში საკლასო ოთახებში გაგრძელდა

სასწავლო პროცესი გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში საკლასო ოთახებში გაგრძელდა

  • 2021-02-01 16:22:54

სასწავლო პროცესი გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში საკლასო ოთახებში გაგრძელდა. სკოლები სრულად უზრუნველყოფილია პირბადეებით, დისტანციური უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერებითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით. სკოლების პედაგოგებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს COVID-19-ზე ტესტირება ჩაუტარდებათ, გარკვეულ ნაწილს კი უკვე ჩაურატდათ.

არსებული ვითარების გათვალისწინებით, სამინისტრო სკოლებს დამატებით შესაძლებლობებსაც სთავაზობს. მოსწავლეთა მშობლებს, 2020-2021 სასწავლო წლის I სემესტრში უკვე აპრობირებული მეთოდის მსგავსად, კვლავ შუძლიათ გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.

გორის მუნიციპალიტეტის მერია მაქსიმალურად ცდილობს სკოლებში ბავშვებისთვის საუკეთესო პირობები შექმნას.

2020 წელს გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში თედოწმინდასა და მეჯვრისხევში სკოლის ახალი შენობები აშენდა. ორივე შენობა თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება და საუკეთესო გარემოს ქმნის ბავშვების სწავლა - განვითარებისთვის.

გორის მე - 8 საჯარო სკოლაში მოეწყო სპორტული მოედანი. სკოლამ უზრუნველყო სპორტული დარბაზის რეაბილიტაციაც.

სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია განხორციელდა ქვახვრელის საჯარო სკოლაში.

33 სკოლაში მოწესრიგდა სველი წერტილები. ამ ეტაპზე გორის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში საპირფარეშოები შენობაშია შეტანილი.

მსგავსი პოსტები