უფლისციხეს კიდევ ერთი ლამაზი ადგილი შეემეტა

უფლისციხეს კიდევ ერთი ლამაზი ადგილი შეემეტა

  • 2021-02-01 10:26:47

„უფლისციხეს კიდევ ერთი ლამაზი ადგილი შეემეტა. სოფლის ცენტრში, ე.წ. „ძველი კლუბის“ ადგილზე, გასართობი და დასვენებელი სივრცის მოწყობა ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით დაიგეგმა. ეს ტერიტორია წლების მანძილზე უფუნქციოდ იყო დარჩენილი. სადაც შესაძლებელია მაქსიმალურად ვცდილობთ ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის დასასვენებელი ადგილები მოვაწყოთ.“ - გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი. უფლისციხეში სკვერი კონსტანტინე თავზარაშვილმა, პირველ მოადგილესთან ერასტი ელიჯარაშვილთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის მიხედვით მოეწყო საბავშვო და სპორტული მოედანი, ხელოვნური საფარი, გარეგანათება, დაიდგა დეკორატიული სკამები.

სამუშაოებს 177 737 ლარი მოხმარდა. პროექტის განსახორციელებლად თანხა 2020 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

გასულ წელს მუნიციპალიტეტში 22 დასასვენებელი სივრცე მოეწყო. სამუშაოებზე ჯამში 916 024 ლარი დაიხარჯა.

მსგავსი პოსტები