შინდისის ერთ-ერთ უბანს ახალი სასმელი წყლის სისტემა ემსახურება

შინდისის ერთ-ერთ უბანს ახალი სასმელი წყლის სისტემა ემსახურება

  • 2021-02-02 13:36:04

შინდისის ერთ-ერთ უბანს ახალი სასმელი წყლის სისტემა ემსახურება.

120 - მდე ოჯახს სასმელი წყალი უკვე უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.

დღემდე, აღნიშნულ უბანს (ე.წ. „ნახალოვკის“ უბანს) სოფლის სხვა უბნებისგან განსხვავებით, წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა.

სამუშაოებისთვის საჭირო თანხა - 474 474 ლარი, 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

პროექტი ითვალისწინებდა როგორც ჭაბურღილის, საქლორატოროს, წყალსადაწნეო კოშკისა და სანიტარული ზონის მოწყობას, ასევე, ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟებას.

გასულ წელს, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება 14 სოფელში დაიგეგმა. პროექტების ჯამურმა ღირებულებამ 2 მილიონ ლარს გადააჭარბა.

მსგავსი პოსტები