1 თებერვლიდან, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში მიმდინარეობს

1 თებერვლიდან, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში მიმდინარეობს

  • 2021-02-01 13:51:10

1 თებერვლიდან, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში მიმდინარეობს.

სასწავლო პროცესის უსაფრთხოების ნორმებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით წარმართვის მიზნით განხორციელდა და გაგრძელდება სკოლების ყოველდღიური მონიტორინგი.

სკოლები აღიჭურვა ხელის სადეზინფექციო საშუალებებით, ზედაპირების დასუფთავების სპეციალური ხსნარებით, დეზობარიერებით და თერმოსკრინინგის აპარატებით.

ყველა სკოლამ გაიარა შრომის ინსპექციის შემოწმება და მიიღო დადებითი დასკვნა.

მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ტრანსპორტით. მოსწავლეების ტრანსპორტირებისას გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის რეკომენდაციები.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის მიუხედავად საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი უწყვეტად ხორციელდებოდა.

მსგავსი პოსტები