ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია დაბა ახალდაბაში სკვერის მოწყობას გეგმავს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია დაბა ახალდაბაში სკვერის მოწყობას გეგმავს

  • 2021-02-01 16:59:41

მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია დაბა ახალდაბაში სკვერის მოწყობას გეგმავს.

პროექტის მიხედვით სკვერის ტერიტორია დაყოფილია ფუნქციურ ზონებად. გასართობი სივრცე მოიცავს საბავშვო მოედანს და ატრაქციონებს.

სკვერის მთავარი ბილიკი დეკორატიული ქვაფენილით მოპირკეთდება და ლამპიონებით განათდება.

სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

 

იხილეთ ვიდეო

მსგავსი პოსტები