საქაშეთში საბავშვო ბაღის ახალი შენობა შენდება

საქაშეთში საბავშვო ბაღის ახალი შენობა შენდება

  • 2021-02-03 17:56:51

საქაშეთში საბავშვო ბაღის ახალი შენობა შენდება.

სააღმზრდელო დაწესებულებას, რომელიც წლებია დაქირავებულ შენონაში ფუნქციონირებს, სულ მალე საკუთარი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი შენობა ექნება.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 725 860 ლარია.

სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მერიამ ტენდერი 25 იანვარს გამოაცხადა.

საბავშვო ბაღის ერსართულიანი შენობა 50 აღსაზრდელზეა გათვლილი.

შენობის მიმდებარედ იგეგმება სათამაშო ზონის მოწყობა. საბავშვო ბაღის ეზო შემოიღობება მავთულბადით.

შესყიდვის პირობების მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა დასრულდეს.

გორის მერია შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა პატარას ჰქონდეს ხარისხიანი სკოლამდელი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა.

2020 წელს უწყებამ დაასრულა ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობა და განახორციელა 20 სააღმზრდელო დაწესებულების რეაბილიტაცია.

მსგავსი პოსტები