საქართველოს თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინიცირებით შემუშავდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის მონიტორინგისა და შეფასების ავტომატიზებული ინფორმაციული სისტემა (PMES)

საქართველოს თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინიცირებით შემუშავდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის მონიტორინგისა და შეფასების ავტომატიზებული ინფორმაციული სისტემა (PMES)

  • 2021-02-05 17:26:20

საქართველოს თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინიცირებით, პროექტის - „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი (N4ED)“ ფარგლებში შემუშავდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის მონიტორინგისა და შეფასების ავტომატიზებული ინფორმაციული სისტემა (PMES).

საქმიანობის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის (PMES) მუნიციპალიტეტებში დანერგვისთვის, პროექტის ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის ჩატარებულ ტრენინგს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

დისტანციურ ტრენინგს, სადაც განიხილეს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე მონიტორინგისა და შეფასების სისტემის კონცეფცია და ინფორმაციული პლატფორმა, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებთან ერთად დაესწრო.

ტრენინგზე მიმოიხილეს ეფექტიანობის ინდიკატორები, ორგანიზაციული მართვისა და მუნიციპალური მომსახურების სფეროს ინდიკატორები, მონიტორინგისა და შეფასების სისტემის ინფორმაციული პლატფორმების ფუნქციონალები.

პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები