გორის მერია მოქალაქეებს სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსებას 2021 წელსაც სთავაზობს

გორის მერია მოქალაქეებს სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსებას 2021 წელსაც სთავაზობს

  • 2021-02-05 11:29:21

გორის მერია მოქალაქეებს სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსებას 2021 წელსაც სთავაზობს.

გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. შესაბამისად, უწყება მოქალაქეებს შესაძლებლობის ფარგლებში ლიმიტირებული ფულადი დახმარებებით მიმდინარე წელსაც უზრუნველყოფს.

დახმარებებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს. მათ თანხის მისაღებად წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას.

დახმარებები განკუთვნილია იმ კატეგორიის ბენეფიციარებისთვის, რომელთა სამედიცინო მოსახურეობის ხარჯებსაც სახელმწიფო პროგრამები ნაწილობრივ, ან საერთოდ ვერ ფარავს. ზოგიერთი კატეგორიის ბენეფიციარის დახმარება კი დიფერენცირებულია სარეიტინგო სოციალური ქულების მიხედვით.

დახმარებების მიღების მიზნით, მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამისი დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე MS.GOV.GE.

გორის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული ფულადი დახმარებებით სარგებლობა შეუძლიათ შემდეგი კატეგორიის მოქალაქეებს:

ონკოლოგიური პაციენტების დახმარება

სამედიცინო კვლევა

წლის ლიმიტი - 300 ლარი

სტაციონარული მკურნალობა

წლის ლიმიტი - 500 ლარი

ონკოლოგიური ავადმყოფების მედიკამენტებით უზრუნვეყოფა

წლის ლიმიტი - 300 ლარი

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 - ის ჩათვლით)

სამედიცინო კვლევა

წლის ლიმიტი - 300 ლარი

სტაციონარული მკურნალობა

წლის ლიმიტი - 400 ლარი

უფასო მედიკამენტებით ისარგებლებენ:

ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები;

პარკინსონიზმით დაავადებული პაციენტები.

თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლით დაავადებულ პირები (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 - ის ჩათვლით)

შაქრიანი დიაბეტი ტიპი II-ით (ინსულინდამოუკიდებელი) დაავადებულ პირები (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 - ის ჩათვლით)

ბრონქიალური ასთმით დაავადებულ ადამიანები (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 - ის ჩათვლით)

ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მქონე ადამიანებს (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 - ის ჩათვლით)

თვალის ქრონიკული დაავადება (გლაუკომა) სამედიცინო კოდი H40 დან. – H42 ჩათვლით; H42* (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 - ის ჩათვლით)

წლის ლიმიტი - 100 ლარი

სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანების სამედიცინო დახმარება

იშვიათი დაავადებების მქონე ადამიანები

ცერებრალური დამბლის მქონე ადამიანები

დაუნის სინდრომის მატარებელი მოქალქეები

არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევების მქონე ადამიანები

კანის ქრონიკული (თანდაყოლილი იქთიოზი ICD Q80), დაავადების მქონე

ჰიდროცეფალიით დაავადებული ადამიანები

ოჯახური ხმელთაშუაზღვის ცხელებით დაავადებული ადამიანები

წლის ლიმიტი - 500 ლარი

აუტიზმის სპექტრის მქონე (F84.0; F84.1) ბავშვების (0-დან 18 წლამდე) სამედიცინო დახმარება

წლის ლიმიტი - 2000 ლარი

სკოლიოზით დაავადებული ბენეფიციარების სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარება

II-III ხარისხის სკოლიოზით დაავადებული ბენეფიციარები (ასაკი: 0-დან 18-წლის ჩათვლით; სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 70 000-ის ჩათვლით)

მკურნალობა - 300 ლარი

II და III ხარისხის სკოლიოზით დაავადებული ბენეფიციარებისთვის ერთთვიანი საცურაო-გამაჯანსაღებელი კურსი საცურაო აუზზე. (ერთჯერადი ფულადი დახმარება; სარეიტინგო ქულა 0-დან 70 000-ის ჩათვლით დაფინანსდება 1 თვე /12 პროცედურა; კვირაში 3 დღე/).

ძალადობის შედეგად ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ბავშვების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსების დაფინანსება

350 ლარი

მსგავსი პოსტები