კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

  • 2021-02-05 14:31:09

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.

150 მოსწავლეზე გათვლილი საგანმანათლებლო დაწესებულება თანამდროვე, უახლესი სტანდარტებით შენდება და მიმდინარე წელს დასრულდება. 13 საკლასო ოთახის გარდა, მოეწყობა ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, წიგნსაცავი, ექიმის კაბინეტი, მანდატურის ოთახი და ლიფტი. ასევე, მოეწყობა სკოლის ეზო და სპორტული მოედანი. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.

სამუშაოების მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი და კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე გაეცვნენ. ,,ქვემო გომის მოქმედი სკოლა 1926 წელსაა აშენებული და რეაბილიტაციას აღარ დაექვემდებარა. გაუმჯობესებული საგანმანათლებლო დაწესებულება კი ხელს შეუწყობს როგორც მოსწავლეებისთვის, ისე პედაგოგებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას. აღსანიშნავია, რომ ახალი სკოლა სამი სოფლის მოსწავლეებს მოემსახურება“ - აღნიშნა სიმონ გულედანმა.

სამშენებლო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება და მისი ღირებულება 2 360 000 ლარია.

 

იხილეთ ვიდეო

მსგავსი პოსტები