2020 წელს საბავშვო ბაღებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები

2020 წელს საბავშვო ბაღებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები

  • 2021-02-04 14:44:07

2020 წელს საბავშვო ბაღებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები.

მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა ქალაქის №1 საბავშვო ბაღში. კეთილმოეწყო საბავშვო ბაღის შენობა და ეზო. თანამედროვე სტანდარტების მქონე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 120 აღსაზრდელზეა გათვლილი.

ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების პროექტი განხორციელდა ქალაქის 4 საბავშვო ბაღში. პროექტის მიზანი ენერგეტიკული რესურსების მოხმარების შემცირება, ასევე დასაქმებული პერსონალისა და საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა პირობების გაუმჯობესებაა.

მიმდინარე წელს სოფელ წყრუთში და ქალაქ ახალციხეში (რუსთაველის ქუჩა №124) ახალი საბავშვო ბაღები შენდება. სოფელ სხვილისის საბავშვო ბაღს კი რეაბილიტაცია უტარდება.

 

იხილეთ ვიდეო

მსგავსი პოსტები