უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალთან მისასვლელი ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობა

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალთან მისასვლელი ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობა

  • 2021-02-06 13:39:13

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალთან მისასვლელი ახალი ხიდის მშენებლობის პროცესს გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი პირველ მოადგილესთან ერასტი ელიჯარაშვილთან ერთად გაეცნო.

ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა შიდა სახელმწიფოებრივი გზის მე-7 კილომეტრზე, მდინარე მტკვარზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს.

სამუშაოების ღირებულება 1 885 015,78 ლარია.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შპს "Construction Service" - ს სამუშაოების შესრულების ვადად 18 თვე განესაზღვრა. ხელშეკრულება 2019 წლის ნოემბერში გაფორმდა.

მსგავსი პოსტები