8 თებერვლიდან გორში მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს

8 თებერვლიდან გორში მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს

  • 2021-02-06 18:42:08

8 თებერვლიდან გორში მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, პანდემიის გამო, საზოგადოებას დროებით უფასოდ მოემსახურება.

ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული 25 ახალი ავტობუსი აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტის ყველა ტექნიკურ მოთხოვნას, აღჭურვილია ევროსტანდარტების შესაბამისი ვენტილაციის სისტემით და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

Euro 5 სტანდარტის შესაბამისი ავტობუსები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოყო.

უახლოეს მომავალში გორის მუნიციპალიტეტს კიდევ 5 სატრანსპორტო საშუალება გადაეცემა, რომელთა ექსპლუატაციაც დაუყოვნებლივ დაიწყება.

მსგავსი პოსტები