დღეიდან გორში მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, საზოგადოებას დროებით უფასოდ მოემსახურება.
სატრანსპორტო საშუალებები 10 მარშრუტზე, დილის 7 საათიდან საღამოს 8 საათამდე იმოძრავებენ.
ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული 25 ახალი ავტობუსი აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტის ყველა ტექნიკურ მოთხოვნას, აღჭურვილია ევროსტანდარტების შესაბამისი ვენტილაციის სისტემით და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
ავტობუსებში დაცული იქნება რეკომენდაციები COVID-19-ის პრევენციისთვის. ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ავტობუსებს დეზინფექცია ჩაუტარდებათ.
Euro 5 სტანდარტის შესაბამისი ავტობუსები გორს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გადასცა.
უახლოეს მომავალში გორის მუნიციპალიტეტს კიდევ 5 სატრანსპორტო საშუალება გადაეცემა.
პროექტი საშუალებას მისცემს მოსახლეობას ისარგებლონ თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული მუნიციპალური ტრანსპორტით.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.