ხაშურში, საქალაქო კულტურის სახლის (ყოფილი რკინიგზის კლუბის) რეაბილიტაცია გრძელდება

ხაშურში, საქალაქო კულტურის სახლის (ყოფილი რკინიგზის კლუბის) რეაბილიტაცია გრძელდება

  • 2021-02-09 13:40:40

ხაშურში, საქალაქო კულტურის სახლის (ყოფილი რკინიგზის კლუბის) რეაბილიტაცია გრძელდება, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დარბაზის ჭერის მოპირკეთება.

დღეს, კულტურის სახლში იმყოფებოდნენ და სამუშაოების მიმდინარეობას აკვირდებოდნენ მერის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად ქურდაძე, მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი. მათი განმარტებით,

პროექტი დარბაზის სრულ მოწყობას ითვალისწინებს. დამონტაჟდება ახალი სცენა, სკამები, განათება, მოეწყობა გახმოვანების სისტემები. ინტერიერი მთლიანად შეიცვლება და თანამედროვე სტანდარტებს უპასუხებს. კულტურის სახლის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და ღირებულება 904313 ლარია.

საქალაქო კულტურის სახლის მოწყობა, ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების უკეთ წარმართვას, რაც ყველა ხაშურელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მსგავსი პოსტები