ხაშურში, ცენტრალური- ივერიის სტადიონის მშენებლობა გრძელდება

ხაშურში, ცენტრალური- ივერიის სტადიონის მშენებლობა გრძელდება

  • 2021-02-10 18:48:08

ხაშურში, ცენტრალური- ივერიის სტადიონის მშენებლობა გრძელდება.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს სტადიონის ტრიბუნის მოწყობა.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად ქურდაძე, მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი.

მათი განმარტებით, თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სტადიონი, ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში პროფესიული სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 6 183 407 ლარს შეადგენს.

მსგავსი პოსტები