გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, სადრენაჟე სისტემის ახალი ქსელი მოეწყობა

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, სადრენაჟე სისტემის ახალი ქსელი მოეწყობა

  • 2021-02-10 16:51:52

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, სადრენაჟე სისტემის ახალი ქსელი მოეწყობა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტენდერი. უკვე დასრულდა წინადადებების მიღება.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 1 066 700 ლარია.

წმინდაწყლის დასახლებაში, უხვწყლიანობის დროს ჭაობდება სასმელი წყლის ძველი სათავე ნაგებობის (#2) მიმდებარე ტერიტორია, იტბორება საცხოვრებელი შენობების სარდაფები და ეზოები.

ძველი სადრენაჟე სისტემა ამორტიზებულია და ვეღარ ითვისებს გრუნტის წყლებს.

პროექტის მიხედვით, მოეწყობა თვითდენითი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს გრუნტის წყლების გადინებას.

სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმაბიდან 6 თვეში უნდა დასრულდეს.

მსგავსი პოსტები