სოფელ თეძმისხევში, სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული სამუშაოები დასრულდა

სოფელ თეძმისხევში, სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული სამუშაოები დასრულდა

  • 2021-02-10 13:52:49

სასმელი წყალი სოფელ თეძმისხევს.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თეძმისხევში, სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული სამუშაოები დასრულდა.

პროექტით გათვალისწინებული იყო წყალმიმღები ნაგებობის, რკინაბეტონის წყალშემკრების, საქლორატორო შენობის და წყალსადენის მაგისტრალის მოწყობა.

სამუშაოები ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჰიდრო ემ“ -ი აწარმოა.

სამუშაოების ღირებულება 266 643 ლარია და რეგიონალური განვითარების პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.

მოსახლეობა სასმელ წყალს გაზრდილი დებეტით მიიღებს.

მსგავსი პოსტები