კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელწყაროში, წყალმომარაგების შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები გრძელდება

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელწყაროში, წყალმომარაგების შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები გრძელდება

  • 2021-02-15 12:36:41

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელწყაროში, წყალმომარაგების შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები გრძელდება.

ამჟამად საქლორატოროს და წყალსადაწნეო კოშკის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტით გათალისწინებულია საქლორატორო და დარაჯის ჯიხურის მშენებლობა. მოეწყობა წყლის გამანაწილებელი ქსელი, წყალსადაწნეო კოშკი და სანიტარული დაცვის ღობე.

სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „გაზტექმშენი“ ახორციელებს, რომლის ღირებულებაც 268 700 ლარია.

ათეული წლებია სოფელ მიქელწყაროს მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აწუხებს. მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას სასმელ წყალს ამ ეტაპზე დროებით, ხუთი საუბნო ონკანის საშუალებით აწვდის. პროექტი მიმდინარე წლის მარტში დასრულდება და მოსახლეობას წყალმომარაგება გაუუმჯობესდება - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

მსგავსი პოსტები