გზის წმენდითი სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტში

გზის წმენდითი სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტში

  • 2021-02-17 14:37:28

გზის წმენდითი სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტში.

კასპის მუნიციპალიტეტში გზის წმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც უხვი ნალექის, თოვლის მოსვლამ განაპირობა.

ნალექისგან გზის წმენდით სამუშაოებს ტექნიკითა და ტექნიკური მარილის საშუალებით ა (ა)პი „კასპისკეთილმოწყობა“ ახორციელებს.

კასპის გარდა სამუშაოები სოფლებშიც მიმდინარეობს. უკვე გაიწმინდა აღაიანის, საქადაგიანოს, თელადგორის, ლამისყანის, თვალადის, ეზატის, ახალციხის, მთიულთუბნის, საკორინთლოს და პანტიანის მისასვლელი გზები. შიდა სახელმწიფო გზებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წმენდს.

ამჟამად, მუნიციპალიტეტის არც ერთ სოფელში გადაადგილების პრობლემა არ არსებობს.

სამუშაოები გაგრძელდება დღის განმავლობაში.

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელი ამინდის გაუარესება, ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა, 19-22 თებერვალს კი ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა.

მსგავსი პოსტები