უფლისციხის კომპლექსთან მისასვლელი საავტომობილო გზის მე-7 კმ-ზე მდ. მტკვარზე ახალი 119 მეტრის სიგრძის ხიდი შენდება

უფლისციხის კომპლექსთან მისასვლელი საავტომობილო გზის მე-7 კმ-ზე მდ. მტკვარზე ახალი 119 მეტრის სიგრძის ხიდი შენდება

  • 2021-02-16 14:38:28

გორის მუნიციპალიტეტში უფლისციხის კომპლექსთან მისასვლელი საავტომობილო გზის მე-7 კმ-ზე მდ. მტკვარზე ახალი 119 მეტრის სიგრძის ხიდი შენდება.

არსებული ხიდი, დაზიანებული იყო და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელი გახდა ახალი ხიდის მშენებლობა

ახალი რკინა-ბეტონის სახიდე გადასასვლელი, სრულად მოაგვარებს არსებულ პრობლემებს და უფლისციხის კომპლექსთან მისვლა განახლებული და უსაფრთხო ხიდით იქნება შესაძლებელი, რაც ტურისტული თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია

მშენებლობის დასრულება 2021 წლის ზაფხულშია დაგეგმილი

პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს, მისი ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა.

მსგავსი პოსტები