სოფლებში გარეგანათების მოწყობა გრძელდება

სოფლებში გარეგანათების მოწყობა გრძელდება

  • 2021-02-18 13:13:30

სოფლებში გარეგანათების მოწყობა გრძელდება.

ახალუბანი, ქვეში, ახრისი, აძვი, მუმლაანთკარი, ჯარიაშენი, ციცაგიაანთკარი, ქვემო არცევი, ზეღდულეთი, ბერშუეთი, კირბალი, ზემო სობისი, ქვემო სობისი, ქვემო ხალასოფელი, ახალშენი, სვენეთი, ვარიანი, ახალდაბა, საქაშეთი, არაშნდა, ვარიანის მეურნეობა, ხიდისთავი, ხელთუბანი, ტყვიავი, ახალდაბა, მეღვრეკისი - ეს გორის მუნიციპალიტეტის ის სოფლებია, სადაც მიმდინარე წელს გარეგანათების მოწყობა იგეგმება.

გარდა 3 სოფლისა, ტყვიავის, ახალდაბისა და მეღვრეკისისა, სამუშაოები „სამოქალქალაქო ბიუჯეტი 2021“ - ის ფარგლებში განხორციელდება.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 496 350 ლარია.

ტენდერის პირობების მიხედვით, წინადადებების მიღება 27 თებერვალს დაიწყება.

2021 წელს „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში 44 პროექტი განხორციელდება.

სამოქალაქო ბიუჯეტის მიზანია მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში.

პროგრამა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს აძლევს ბიუჯეტის ფორმირების პროცესში ჩართვისა და საკუთარ უბანში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შერჩევის თანაბარ შესაძლებლობას.

პროგრამის 2021 წლის ბიუჯეტი 2 980 000 ლარია.

მსგავსი პოსტები