იმერეთის მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელებმა ბიზნესის წარმომადგენლებს ყველა არსებული რეგულაციის დაცვისკენ მოუწოდეს

იმერეთის მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელებმა ბიზნესის წარმომადგენლებს ყველა არსებული რეგულაციის დაცვისკენ მოუწოდეს

  • 2020-10-15 18:24:45

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ქუთაისში მოქმედი დიდი რესტორნებისა და სარიტუალო დარბაზების მეპატრონეებს და მენეჯერებს შეხვდნენ.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გართულების გამო, თუ ვირუსის წინააღმდეგ არ იქნება კოორდინირებული ბრძოლა, მთავრობა იძულებული გახდება კვების ობიექტები დროებით დახუროს.

მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელებმა ბიზნესის წარმომადგენლებს სიფრთხილისკენ და ყველა არსებული რეგულაციის დაცვისკენ მოუწოდეს.

მსგავსი პოსტები