ბორჯომში, რუსთაველის ქუჩის N51, N51ა და N53-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია იგეგმება

ბორჯომში, რუსთაველის ქუჩის N51, N51ა და N53-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია იგეგმება

  • 2021-02-24 15:24:26

ბორჯომში, რუსთაველის ქუჩის N51, N51ა და N53-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია იგეგმება.

პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება შენობების იერსახე, ასევე დაგეგმილია სამღებრო სამუშაოები და აივნების რეაბილიტაცია.

პროექტის მიხედვით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები აგურისა და ლითონის დეკორატიული პანელით მოპირკეთდება. გათვალისწინებულია არსებული მოაჯირის დემონტაჟი და მინის დეკორატიული მოაჯირის მოწყობა.

ბორჯომის მერია, ქალაქის მასშტაბით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციას მომავალშიც გეგმავს.

მსგავსი პოსტები