კასპში 5 ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

კასპში 5 ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

  • 2021-03-09 13:41:46

კასპში 5 ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო.

კასპში 5 ქუჩის ლესელიძის, ჯორჯიაშვილის, მეტეხის, ქვათახევის და სამების რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო.

ხუთივე ქუჩა ერთმანეთთან დაკავშირებულია, არის მჭიდროდ დასახლებული. ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინების გარდა განთავსებულია 3 ხუთსართულიანი საცხოვრებელი ბინა, რომელშიც 100 ოჯახი ცხოვრობს. ქუჩების რეაბილიტაციას შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“ ახორციელებს.

ქუჩების საერთო სიგრძე 1 288 გრძივი მეტრია, პროექტს რეგიონალური განვითარების ფონდი და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი 969 980 ლარით აფინანსებს.

ქუჩები წლების მავლობაში ამორტიზირებულია და მოასფალტებული არასოდეს ყოფილა. კეთილმოწყობილი გზა უზრუნველყოფს მოსახლეობის და ტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას, ასევე ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

მსგავსი პოსტები