სოფელ ქორდში (ე.წ. ხაჩიურების უბანში) ეკლესიასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ ქორდში (ე.წ. ხაჩიურების უბანში) ეკლესიასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

  • 2021-03-12 16:55:14

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში (ე.წ. ხაჩიურების უბანში) ეკლესიასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოების ღირებულება 498 973 ლარს შეადგენს.

პროექტის მიხედვით, მოეწყობა ასფალტის საფარი და გზის მიერთებები.

სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 1644 მეტრია.

სამუშაოები ქორდში ხელშეკრულების გაფორმებიდან, სამ თვეში უნდა დასრულდეს.

საპროექტო მონაკვეთი წარმოადგენს შიდა საუბნო გზას, რომელიც სოფელს გარდა ეკლესიისა, სასაფლაოსთანაც აკავშირებს.

ამ დრომდე გზის საფარი, რომელიც ქვიშა-ხრეშის საფარს წარმოადგენდა, ნალექის დროს ტალახდებოდა და ართულებდა გადაადგილებას.

მსგავსი პოსტები