სოფელ იდლეთის მისასვლელი გზის მოასფალტება

სოფელ იდლეთის მისასვლელი გზის მოასფალტება

  • 2021-03-13 20:59:41

სოფელ იდლეთის მისასვლელი გზის მოასფალტება.

სოფელ იდლეთის მისასვლელი გზის რეაბილიტაცია - მოასფალტების სამუშაოები მალე დაიწყება.

პროექტი, კასპის მუნციპალიტეტის მერიასა და ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ შპს „ერ ტე დე“-ს შორის 349 999 ლარის ფაგლებში გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდება.

სოფელი იდლეთი კასპის მუნიციპალიტეტის წინარეხის ადმინისტრაციულ ერთულში შემავალი სოფელია. აღნიშნული გზა ამორტიზირებულია და ათეული წლებია სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. გზაზე გადაადგილება განსაკუთრებით ზამთარშია რთული. სოფლის მოსახლეობას საჯარო სკოლითა და სასოფლო ამბულატორიით სარგებლობა სოფელ კავთისხევში უწევთ, ამდენად გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია.

კეთილმოწყობილი გზა გადაადგილებისას უსაფრთხო გახდება არამარტო მოსახლეობის, არამედ სატრანსპორტო საშუალებებისთვისაც.

პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

მსგავსი პოსტები