სოფელ ქვემოჭალის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია

სოფელ ქვემოჭალის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია

  • 2021-03-15 15:32:17

სოფელ ქვემოჭალის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია.

სოფელ ქვემო ჭალაში საბავშვო ბაღის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტს კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულია სს „სამშენებლო ტრესტი #3“ ახორციელებს.

ორსართულიან შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და მოეწყობა ცენტრალური გათბობა.

რეაბილიტაციის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება ახალი კომფორტული საბავშვო ბაღით, რაც თავის მხრივ გამოიწვევს აღსაზრდელებისა და პედაგოგების პირობების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.

სამუშაოების ღირებულება 284 988 ლარია, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდისა და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ თამაზ ტატანაშვილმა.

მსგავსი პოსტები