კასპში წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

კასპში წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

  • 2021-03-17 13:38:52

კასპში წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო.

ასპში წერეთლის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. ქუჩა წლების განმავლობაში ამორტიზირებულია და მოასფალტებულიც არასოდეს ყოფილა.

წერეთლის ქუჩასთან ერთად მოასფალტდება შარიფაშვილის, ყაზბეგის, გურამიშვილის და წულუკიძის ქუჩები. ხუთივე ქუჩა ერთმანეთთან დაკავშირებული და გადაადგილებისთვის პრობლემურია.

წერეთლის ქუჩის სამუშაოების ღირებულება 127 031 ლარია, ხოლო ხუთივე ქუჩის ერთად 889 991 ლარი. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. კეთილმოწყობილი გზა მოსახლეობას და ავტოტრანსპორტს გადაადგილების უსაფრთხო გარემოს შეუქმნის - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

მსგავსი პოსტები